ფეხბურთი

12:08 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოჰამედ სალაჰი - სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერლიგაში

“ლივერპულის” შემტევი მოჰამედ სალაჰი ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 25 წლის ეგვიპტელმა მოთამაშემ ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (PFA) მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში იმარჯვა.

აღნიშნულ ჯილდოზე ასევე წარდგენილნი იყვნენ: კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), ლერიო სანე (“მანჩესტერ სიტი”) და დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”).

“ეს უდიდესი პატივია ჩემთვის. თავს ბედნიერად ვგრძნობ. სეზონის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიშრომე და ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება ძალიან მახარებს” - განაცხადა დაჯილდოვების ცერემონიალზე სალაჰმა, რომელიც მართლაც შთამბეჭდავ სეზონს ატარებს. მან პრემიერლიგის 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 31 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

0.112225