კალათბურთი

11:45 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 16 ქულა "ცრვენა ზვეზდასთან"

გოგა ბითაძე, რომელმაც მომავალ ნბა-ს დრაფტზე განაცხადი გააკეთა, ჩინებულ ფორმაშია. სერბეთის ჩემპიონატის მატჩში მისი “მეგა ბიმაქსი” სტუმრად ფავორიტ “ცრვენა ზვეზდას” შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ უშანსოდ დამარცხდა (64:91), ქართველი ცენტრი საუკეთესო იყო.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20:15 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 10-დან 7 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი, სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე გადაინაცვლა. საერთო სარგებლიანობით გოგა თავის გუნდში საუკეთესო იყო.

“მეგა ბიმაქსს” მომდევნო შეხვედრა 24 აპრილს, შინ, “მლადოსტთან” ელის.

gbf.ge

0.120356