საქართველოს ეროვნულ ლიგას მეშვიდე ტურის შემდეგ ისევ “საბურთალო” ლიდერობს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “ტორპედო” საკუთარ მოედანზე პრობლემების გარეშე დაამარცხა.
საერთოდაც, მიმდინარე სეზონს “საბურთალო” დამაჯერებლად ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით ქუთათურებზე. შესაბამისად, დიდად გასაკვირი თბილისელთა მარტივ გამარჯვებაში არც არაფერი ყოფილა. თითო ტაიმში თითო გოლი გავიდა. ჯერ დავიტ ხურცილავამ საკუთარ კარში გაიტანა გოლი, ხოლო მეორე ნახევარის სტარტზე ბექა გვარაძემ 25 მეტრიდან ულამაზესი გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0. “საბურთალო” 18 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან “დინამოს” 3 ქულით უსწრებს. “ტორპედოს” საქმე კი ნამდვილად არაა სახარბიელოდ – კახა ჩხეტიანის გუნდს ოდენ 9 ქულა აქვს და ეს მე-6 პოზიციისთვისაა საკმარისი.
დღესვე ივანწმინდაში იმერული დერბი შედგა, სადაც “ჩიხურა” და “სამტრედია” ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. თუ სოსო ფრუიძის გუნდი ლიდერთა შორის დარჩა, “სამტრედიას” მდგომარეობა მძიმეა. გუნდი ბოლოსწინა პოზიციაზეა და უკვე 6 ტურია თამაში არ მოუგია.
“ჩიხურა” – “სამტრედია” 0:0 (0:0)
ივანწმინდა, “ცენტრალური სტადიონი”
“ჩიხურა” (4-4-2): ჰამზიჩი; ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, მირცხულავა; მეგრელიშვილი; ბუღრიძე (ჩიხლაძე 86), კაკუბავა, ჩიკვაიძე, ლექვთაძე (ბუხაიძე 63); გაბედავა, მარკოზაშვილი (იონანიძე 81)
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
“სამტრედია” (4-2-3-1): მიგინეიშვილი; ჩაჩუა, ქარქუზაშვილი, კერძევაძე, ბაჩიაშვილი; სანია, დაუშვილი; კირკიტაძე, ერისთავი (ოლხოვი 62, ფატიჩი 85), ახალაძე (გიი 41); გიორბელიძე
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
გაფრთხილება: ჩიტეიშვილი (70), მეგრელიშვილი (74) – კერძევაძე (42), სანია (55)
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი
“საბურთალო” – “ტორპედო” 2:0 (1:0)
თბილისი, “მიხეილ მესხი”
“საბურთალო” (4-3-3): კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ნადარაია; ტერა, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი; ვაგნერი (თარხნიშვილი 79), კოხრეიძე (გოშთელიანი 89), გვარაძე (ვოლკოვი 70)
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
“ტორპედო” (4-2-3-1): კვასხვაძე; გრიგალაშვილი, ხურცილავა, გურული, ქიმაძე; გიგაური (ლიპარტია 60), მამასახლისი; ტაბატაძე (წიქარიძე 77), კუხიანიძე, კუტალია; ბოხაშვილი (კუჭუხიძე 60)
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გოლები: 1:0 ხურცილავა (38, ა.გ), 2:0 გვარაძე (56)
გაფრთხილება: ნადარაია (81), იაშვილი (84) – გიგაური (54), კუჭუხიძე (67)
მსაჯი: პ. მაჭარაძე