ჩოგბურთი

19:48 | 22.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაფას მე-11 მონტე-კარლო

რაფაელ ნადალი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც “მონტე კარლოს” მასტერსი მე-11 მოიგო.

ნადალმა ფინალში იაპონელი კეი ნიშიკორი იოლად 6:3, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 34 წუთს გაგრძელდა.

ნადალმა კარიერაში 76-ე ტიტული მოიპოვა. რაფასთვის ეს 31-ე მასტერსის ტურნირის იყო, რითაც ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაასწრო, რომელსაც 30 მასტერსის ტიტული აქვს მოპოვებული. ესპანელის მიერ მოგებული 76 ტიტულიდან, პირენელმა 54 გრუნტის საფარზე მოიგო.

რაფაელი ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგის სათავეში დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096343