ევროლიგის პლეი ოფის მეორე შეხვედრების საუკეთესო მოთამაშედ ცსკა-ს ესპანელი გამთამაშებელი სერხიო როდრიგესი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ცსკა-მ “ხიმკი” 89:84 დაამარცხა. როდრიგესმა გუნდს 26 ქულა, 10 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა. როდრიგესის მარგი ქმედების კოეფიციენდი 36 იყო.