ფეხბურთი

2:05 | 22.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ვალენსიამ” ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდება გადადო

ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩში “ვალენსია” გასვლაზე “სელტას” დაუპირისპირდა და საყაიმო შედეგი დააფიქსირა. შესაბამისად, “ღამურებმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურის ოფიციალურად განაღდება კვლავ შემდეგი ტურისთვის გადადეს.

მარსელინიო ტორალის გუნდმა მეტოქეზე მეტი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა გამოყენება სათანადოდ ვერ მოახერხა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება. უგოლო ტაიმის შემდგომ, ანგარიში 59-ე წუთზე სანტი მინამ გახსნა, რომელმაც გონსალო გუედეშის გადაცემა შეირგო, ძლიერი დარტყმით შეაგდო და ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა. გალისიელებმა წონასწორობა ოთხ წუთში აღადგინეს: დანიელ ვასის მიერ მოწოდებულ სტანდარტულს მაქსიმიალიანო გომესის ზუსტი თავური მოჰყვა. დარჩენილ დროში სტუმრებს მოგება შეეძლოთ, თუმცა რუბენ ვეზუს თავური სერხიო ალვარესმა მოიგერია, რომელმაც მასთან პირისპირ დარჩენილ ფერან ტორესსაც არ გაატანინა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

“ვალენსია” 66 ქულით მე-4 ადგილზეა და “ბეტისს” 11 ქულით უსწრებს, ხოლო “სელტა” 45 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.

დღის მეორე მატჩი “იპარუაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ეიბარი” “ხეტაფეს” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე მატიას ოლივეირამ თავური დარტყმით გაიტანა – 0:1.

“ხეტაფე” 48 ქულით მე-8 საფეხურზეა, ხოლო “ეიბარს” 5 ქულით ნაკრები აქვს და მე-12 ადგილს იკავებს.

ეიბარი – ხეტაფე 0:1 (0:1)

გოლი: ოვივეირა (23)

სელტა – ვალენსია 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 მინა (59), 1:1 მ.გომესი (63)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132675