ფეხბურთი

21:35 | 21.04.2018 | ნანახია 2576 - ჯერ

პრემიერლიგა: “ლივერპულმა” აუტსაიდერთან ვერ ივარგა

პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩში “ლივერპული” გასვლაზე ბოლოადგილოსან “ვესტ ბრომვიჩს” დაუპირისპირდა და ორი ქულა დაკარგა.

მერსისაიდული კლუბისთვის შეხვედრის ბოლომდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. იურგენ კლოპის შეგირდებმა ტაიმი დენი ინგსის გოლით მოიგეს, რომელმაც მე-4 წუთზე ახლო მანძილიდან შეაგდო. 72-ე წუთზე კი ოქსლეიდ-ჩემბერლენის გადაცემა მოჰამედ სალაჰმა შეირგო, მეკარეს ბურთი კოხტად გადაუგდო თავზე და თითქოს შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, მაგრამ გათამაშების უიმედო აუტსაიდერმა ორი სტანდარტული გამოიყენა და “ლივერპულს” არ მოაგებინა: 79-ე წუთზე მოწოდებულ კუთხურს არეულობა და ჯეკ ლივერმორის გოლი მოჰყვა, ხოლო 88-ე წუთზე კარიუსის და მცველების შეუთანხმებელი თამაშით რონდონმა ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა – 2:2.

“ლივერპული” 71 ქულით მე-3 ადგილზეა და “ტოტენჰემს” სამი, ხოლო “ჩელსის” რვა ქულით უსწრებს, თუმცა ერთი შეხვედრით მეტი აქვს ჩატარებული. “ვესტ ბრომვიჩს” კი 25 ქულა აქვს და ჩემპიონშიფში გავარდნისგან ვეღარაფერი იხსნის.

დღის მეორე მატჩში გოლები არ გასულა: “უოტფორდი” და “კრისტალ პალასი” “ვიკარეიჯ როუდზე” უგოლოდ დაზავდნენ. “ლოსები” 38 ქულით მე-12 პოზიციას იკავებენ, ხოლო “არწივები” 35 ქულით მე-15 საფეხურზე არიან და მე-18 ადგილოსან “საუთჰემპტონს”, რომელსაც ერთი მატჩი თადარიგში აქვს – 6 ქულით უსწრებენ.

ვესტ ბრომვიჩი – ლივერპული 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ინგსი (4), 0:2 სალაჰი (72), 1:2 ლივერმორი (79), 2:2 რონდონი (88)

უოტფორდი – კრისტალ პალასი 0:0


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:46 | 13.07.2013
gabriel batistuta (1834)

იყო პერიოდი ძალიან მინდოდა მილანში ამსი ხილვა ; ))

19:16 | 13.07.2013
a.reversi (9540)

რა მაისურით გაეძრო)

19:14 | 13.07.2013
data96 (4224)

პეს 11-ში გიჟი იყო :დ

18:22 | 13.07.2013
zestamania (709)

რამაგრად არის გაბუქებული ეს ფეხბურთელი,კიევის დინამომ საფრანგეთის ნაკრების მცველი შეიძინაო არადა ნაკრებში სულ 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

16:57 | 13.07.2013
AC milan9 (2294)

რა რეალს უნდოდა?მანიუსაც,ბარსასაც,ლივერსაც,მილანსაც,იუვესაც,ბავარიასაც,ჩელსისაც უნდოდა და პროსტა ვერ იყიდეს,ვერ გაქაჩეს იმდენი ღირდაუნდოდა და გადაიფიქრა ხო?ეგრე სად წერიაჭანტურიას ყიდვა ეგრე თუა რომას ლაციოს და ჯენოას უნდოდა მაგრამ მერე მაგით რა?

17:11 | 13.07.2013
Giga Kaciashvili (89)

რეალის ფანი ვარ და ძალიან კარგად ვიცი რაც დავწერე ამის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო და ჩაიშალა რეალში დაახლოებით სამი წლის წინ,უამრავი შემთხვევაა ასეთი სატრანსფერო პერიოდში ხოლმე რა გაგიკვირდაD:დ

16:54 | 13.07.2013
AC milan9 (2294)

ალბად ადმინს უყვარს “ს” რო ამთავრებს სიტყვას

16:56 | 13.07.2013
laciosErtguli (3640)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

16:53 | 13.07.2013
Giga Kaciashvili (89)

კარგი მცველია მახსოვს თავის დროზე ამის შეძენა რეალს უნდოდა

16:53 | 13.07.2013
AC milan9 (2294)

წერა დაგავიწყდათ?

16:52 | 13.07.2013
-thiago- (114)

კიევის “დინამოს” საფრანგეთის ნაკრების მცველის შეიძინა



(facepalm)

0.148175
2576