იტალიური “რომას” ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვებას ჩემპიონთა ლიგის მოგება ურჩევნია. როგორც ბელგიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, “რომა” ნახევარფინალშია და სწორედ ამიტომ ამჯობინებს მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირში გამარჯვებას.
“ჩემპიონთა ლიგა თუ მსოფლიოს ჩემპიონატი? – მე ჩემპიონთა ლიგას ვირჩევ, რადგან ბელგიას მსოფლიოს ჩემპიონობამდე ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი, ხოლო “რომა” ლიგის ნახევარფინალშია. თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, ტატუს აუცილებლად გავიკეთებ”, - განაცხადა ნაინგოლანმა.
შეგახსენებთ, რომ რაჯა ნაინგოლანის “რომა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინგლისურ “ლივერპულს” შეხვდება. ბელგიის ნაკრები კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის დაწყებამდე ორ თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი.