მოსკოვის “სპარტაკის” ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. აღნიშნულ ინფორმაციას “სახალხო გუნდის” ვებგვერდი ავრცელებს.
ანანიძესთან ერთად განცალკევებით მზადებას განაგრძობს გიორგი ჯიქია, რომელმაც მძიმე ტრავმა იანვარში მიიღო.
რაც შეეხება ჯანოს – შეგახსენებთ, ჩვენებური საქართველოსა და ლიტვის ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა და ჯვარედინი მყესების ოპერაცია რომში გაიკეთა.