კალათბურთი

14:36 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქამბექი ინდიანაპოლისში (+VIDEO)

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის სტადია ნელ-ნელა ხურდება. დღის მთავარი მატჩი ინდიანაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “პეისერსმა” “კლივლენად კავალიერსს” უმასპინძლა და სერიის მესამე მატჩის შემდეგ წინ გასვლა მოახერხა. მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა ორი ქულის სხვაობით მოიგეს. ყველაფერი დასკვნით პერიოდში გადაწყდა, რომელიც “ინდიანამ” მაღალ დონეზე ჩაატარა. საერთოდაც, “კლივლენდი” შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი წყალში ჩაყარა და სტუაცია გაირთულა.

საუკეთესო იყო ბოიან ბოგდანოვიჩი – ხორვატმა 30 ქულა და 4 მოხსნა შესძინა საკუთარ გუნდს და დიდი როლი ითამაშა “პეისერსის” პატარა სასწაულში. რაც სეეხება ლებრონ ჯეიმსს, “მეფე” ამჯერად “მხოლოდ” 28 ქულას, 12 მოხსნასა და 8 პასს დასჯერდა. საერთოდ, ჩანს, რომ “კავსის” თამაში მთლიანად ლებრონის შემოქმედებაზეა დამოკიდებული. “ინდიანა” სერიაში დაწინაურდა (2:1), ხოლო მომდევნო მატჩი 23 აპრილს, ისევ ინდიანაპოლისში გაიმართება.

“ინდიანდა პეისერსი” – “კლივლენდ კავალიერსი” 92:90 (20:31, 20:26, 23:12, 29:21)

ანალოგიური მდგომარეობაა “ვაშინგტონ ვიზარდისა” და “ტორონტო რეპტორსის” წყვილშიც. “ვიზარდსმა” საკუთარ მოედანზე 122:103 გაიმარჯვა, თუმცა სერიაში მარცხდება – 1:2 . ჯონ ველი და ბრედლი ბილმა 28-28 ქულა ჩააგდეს და დედაქალაქელთა გამარჯვება დიდწილად განაპირობეს. ველის შედეგი კიდევ უფრო დაფასდა, რადგან 14 შედეგიანი პასიც მიითვალა. “რეპტორსის” რიგებში კი დერონ დეროზანი გამოირჩა 23 ქულით, 4 პასითა და 3 მოხსნით.

მომდევნო მატჩი ვაშინგტონში 23 აპრილს შედგება.

“ვაშინგტონ ვიზარდსი” – “ტორონტო რეპტორსი” 122:103 (30:29, 39:32, 32:21, 21:21)

“მილუოკი ბაქსმა” სერიის პირველი საშინაო მატჩი მოიგო სერიაში სხვაობა შეამცირა 1:2. მასპინძლებს დიდი სირთულეები არ შექმნიათ და 116:92 მოიგეს. ამ გუნდთა სერიის მეოთხე მატჩი 22 აპრილსაა ჩანიშნული და მას ისევ მილუოკი უმასპნძლებს.

“მილუოკი ბაქსი” – “ბოსტონ სელტიკსი” 116:92 (27:12, 31:23, 27:32, 31:25)

თეგებიNBA
0.141098