ფეხბურთი

12:30 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ ჟერმენში" ცვლილებების დროა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შესაძლოა “პარი სენ ჟერმენში” ვიხილოთ, თუმცა არა როგორც მწვრთნელი. L’Equipe-ს ინფორმაციით პარიზული გუნდი ფრანგ სპეციალისტს აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე განიხილავს.

ჯერჯერობით უცნობია დაასრულებს თუ არა 68 წლის სპეციალისტი სამწვრთნელო კარიერას, თუმცა სეზონის ბოლოს “არსენალიდან” წასვლის შესახებ არსენ ვენგერმა უკვე დაადასტურა.

გარდა აღმასრულებელი დირექტორისა, პსჟ-ს სპორტული დირექტორი ანტერო ენრიკე მთავარი მწვრთნელის პოსტზეც გეგმავს ცვლილებას, რადგან უნაი ემერის მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარუმატებელი სეზონის შემდგომ ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების გაგრძელება მოინდომოს. ესპანელი სპეციალისტის შემცვლელად ანტონიო კონტეს (“ჩელსი”) ან სერჟიუ კონსეისაოს (“პორტუ”) მოიაზრებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120565