ფეხბურთი

11:09 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნაჩო გონსალესი: “პაპუნაშვილის დროა”

ესპანური “სარაგოსას” მთავარმა მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა “ალმერიასთან” დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა. “არაგონელთა” თავკაცმა ქართველი შემტევის, გიორგი პაპუნაშვილის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა სწორედ მისი დროა.

“ახლა პაპუნაშვილის დროა. მას შანსი მიეცემა “ალმერიასთან” ძირითად დროში დაიწყოს თამაში”, - განაცხადა გონსალესმა.

გიორგი პაპუნაშვილმა აღნიშნულ მატჩში სასტარტო შემადგენლობიდან ხორხე პომბოს ამოგდება მოახერხა, რომელსაც 25 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. ჩვენებურის მონაგარი კი 21 მატჩში 3 გოლია.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურში პაპუნაშვილი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა და შეხვედრის მიწურულს “რაიო ვალეკანოს” კარში 1 გოლის გაქვითვა მოახერხა, თუმცა ეს “სარაგოსას” გამარჯვებისთვის არ ეყო და თამაში 2:1 დათმო. აქვე გეტყვით, რომ “სარაგოსასა” და “ალმერიას” მატჩი დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110165