გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” მეკარემ მანუელ ნოიერმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად ივარჯიშა. აღნიშნულ ინფორმაციას “რეკორდმაისტერის” ვებგვერდი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა, მანუელი უახლოეს მატჩში, რომელსაც “ბაიერნი” 21 აპრილს, “ჰანოვერის” წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ნოიერმა 2017 წლის აპრილში ფეხი მოიტეხა და მოედანს აგვისტოში დაუბრუნდა, მაგრამ ერთ თვეში ტრავმა გაუმიზეზდა. სექტემბრიდან მოყოლებული 32 წლის მეკარე მოედანზე არ გასულა.