საფრანგეთის ლიგა 1-ში მომდევნო სეზონში “რეიმსი” ითამაშებს. ტიტულოვანმა ფრანგულმა გუნდმა ლიგა 2-ის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, უმაღლესი დივიზიონის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.
“წითლებმა” ამის გაკეთება “აიაჩოს” დამარცხებით მოახერხეს და ვინაიდან უახლოეს მდევარს 13 ქულით უსწრებენ, ყველაფერი გაირკვა. რეიმსელები ლიგა 1-ს 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ დაუბრუნდნენ.
აქვე გეტყვით, რომ “რეიმსის” ღირსებას, რომელიც საფრანგეთის 6-გზის ჩემპიონია, ჯაბა კანკავა 2015-2017 წლებში იცავდა.