კალათბურთი

23:52 | 20.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბასკონია" და შენგელია სერიაში ჩამორჩნენ

ევროლიგის პლეი-ოფის სერიის მეორე შეხვედრაში “სასკი ბასკონიამ” ფავორიტ “ფენერბახჩეს” გაცილებით მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, ვიდრე ორიოდ დღის წინ, მაგრამ ისევ დამარცხდა.

ესპანური გუნდი მაქსიმალურად სცდილობდა, რომ 40 წუთის განმავლობაში თამაშში დარჩენილიყო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. დღეს თურქული გუნდი, რომელიც ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია, უფრო მაღალი კლასისაა და შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ “ფენერი” სერიას დამაჯერებლად, 2:0 იგებს. ოთხივე პერიოდი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, მაგრამ “ბასკონიამ” ოდენ მესამე მეოთხედის დასრულება მოახერხა თავის სასარგებლოდ და საბოლოოდ, 89:95 წააგო.

“ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 23 წუთიც ითამაშა. ხსენებულ დროში ჩვენებურმა 12 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი გაახერხა.

თორნიკემ 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზზე ერთხელ დადგა და არაზუსტად სტყორცნა. ქართველი კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა მხოლოდ 13 შეადგინა.

პარკეტზე საუკეთესო კი, ბრედ ვანამაკერი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, იან ვესელის მონაგარმა კი 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი შეადგინა.

სერიის მესამე შეხვედრა 24 აპრილს, ვიტორიაში გაიმართება.

0.137965