ჭადრაკი

20:22 | 20.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ქალთა შორის სლოვაკეთში დასრულებულ ჭადრაკის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ნანა ძაგნიძემ ტიტული ვერ დაიცვა და მეორე ადგილს დასჯერდა. 11 ტურის შემდეგ, ნანამ რვა ქულა დააგროვა და აწ უკვე ევროპის სამგზის ჩემპიონს ვალენტინა გუნინას ერთი ქულით ჩამორჩა.

ქართველთაგან აღნიშნულ ტურნირზე ნანას შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი ლელა ჯავახიშვილმა დააფიქსირა, რომელიც მე-12 პოზიციაზე 7.5 ქულით გავიდა. ჩემპიონატის დაწყებამდე მეორე ნომრად განთესილი ნინო ბაციაშვილი საბოლოოდ 36-ე ადგილს დასჯერდა. 30-ეულში მოხვდნენ მერი არაბიძე (22) და ბელა ხოტენაშვილი (29), მირანდა მიქაძე და სალომე მელია კი შესაბამისად 64-ე და 103-ე ადგილებზე გავიდნენ.

0.118274