ფეხბურთი

19:12 | 20.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა საბანაძე საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარმა ბათუმის “დინამომ” ნიკა საბანაძე დაიმატა. ამის შესახებ აჭარული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

26 წლის ფეხბურთელი საქართველოში მცირე პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ნიკა გასულ წელს ირანულ “სია ჯამეჰანს” შეუერთდა, რომლის ღირსება 4 მატჩში დაიცვა.

აქვე გეტყვით, რომ საბანაძეს სხვადასხვა დროს “ტორპედოს”, ‘ზესტაფონის”, “დინამო თბილისის”, “ეთნიკოსის”, “საბურთალოს”, “მერანისა” და “სამტრედიას” ღირსებას იცავდა.

0.114968