ფეხბურთი

18:18 | 20.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: "გაგრას" სამი ქულა თრილერში

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის სასტარტო ორი მატჩი დღეს გაიმართა. დრამატული შეხვედრა შედგა ქუთაისში, “რამაზ შენგელიას” სტადიონზე, სადაც “შუქურამ” “გაგრას” უმასპინძლა.

მიმდინარე გათამაშების აუსტაიდერმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარა და ორბურთიანი უპირატესობიათაც მოიგო. გიორგი ჩელებაძეს პენალტი რომ გაეტანა, საერთოდ უფრო დიდი იქნებოდა უპირატესობა... მეორე ტაიმში კი, აჭარლებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და მორიგი მატჩი წააგეს. “გაგრამ”, რომელიც ლიდერთა შორისაა სამჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

“გაგრა”12 ქულით მესამეა, ხოლო “შუქურას” ოდენ 4 ქულა აქვს 7 მატჩში და რა გასაკვირია, რომ ბოლო პოზიციაზე იმყოფება.

დღესვე, “ნორჩმა დინამომ” იაგო დეისაძის კინკილა გოლით მარტვილის “მერანს” აჯობა და სატურნირო ცხრილში გადაასწრო. საერთოდ, მარტვილელებს ცუდი პერიოდი უდგათ და ბოლო სამი შეხვედრიდან სულ რაღაც ქულა გამოიმუშავეს.

“ნორჩი დინამო” – “მერანი” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 დეისაძე (55)

“შუქურა” – “გაგრა” 2:3 (2:0)

გოლები: 1:0 ივანიაძე (3), 2:0 გოგიტიძე (21), 2:1 სოფრომაძე (53), 2:2 ლომსაძე (63), ხაბელაშვილი (74)

0.135256