ფეხბურთი

17:51 | 20.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სიტყვიერი შელაპარაკება რონალდუსა ბეილს შორის

მადრიდის “რეალისა” და ტურინის “იუვენტუსის” მატჩის ირგვლი საუბარი ისევ გრძელდება. ამჯერად გამოცემა As-ი ავრცელებს სკანდალურ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კრიშტიანუ რონალდუმ და გარეთ ბეილმა ხსენებული შეხვედრის შესვენებისას იჩხუბეს.

ესპანური მედიის ცნობით, გასახდელში რონალდუმ უელსეს პირველ ტაიმში მის თამაშზე უსაყვედურა, რასაც ბეილმა ცინიკური ღიმილით უპასუხა. საბოლოოდ კი, ზინედინ ზიდანმა ბეილის ნაცლად მოედანზე ლუკას ვასკესი შეიყვანა.

გარეთ ბეილს კი, “სამეფო კლუბში” საქმეები კარგად არ მისდის. უელსელი ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და დიდი ალბათობით, ზაფხულში გუნდს დატოვებს.

0.112718