“მილანსა” და “იუვენტუსს” შორის შესაძლოა ლეონარდო ბონუჩის შემდეგ კიდევ ერთი გარიგება შეგდეს. Football Italia-სა და Calciomercato-ს ინფორმაციით, “როსონერის” ხელმძღვანელობა ზაფხულში მარიო მანჯუკიჩის გადაბირებას ეცდება.
ხორვატი “სან სიროზე” თანამემამულის, ნიკოლა კალინიჩის შემცვლელად მოაზრება, რომლის თამაშითაც “მილანი” უკმაყოფილოა.
თავის მხრივ, მანჯუკიჩი “იუვენტუსში” მისთვის ჩვეულ ცენტრფორვარდის პოზიციაზე იშვიათად თამაშობს და მასიმილიანო ალეგრი მხოლოდ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე იყენებს. ეს სიტუაცია კი, ხორვატს დისკომფორტს უქმნის.
ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ხმაურდება. მარიოს “იუვენტუსთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 31 წლის ფეხბურთელი “ბებერმა ქალბატონმა” “ატლეტიკოდან” 2015 წელს 19 მილიონ ევროდ შეიძინა, ხორვატმა კი, მიმდინარე სეზონში 37 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.