ფეხბურთი

23:50 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩე" - "ბეშიქთაშის" მატჩი გადაიდო, გიუნეშს ნაკერები დაადეს (+VIDEO)

თურქეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა "ფენერბაჰჩეს" და "ბეშიქთაშს" შორის გადაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება მატჩის ორგანიზატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც სტუმართა მთავარ მწვრთნელს შენოლ გიუნეშს 58-ე წუთზე ტრიბუნიდან ნასროლი საგანი თავში მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია "ბეშიქთაშის" ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

როგორც Futbol Arena იუწყება, "ბეშიქთაშის" თავკაცს თავზე ხუთი ნაკერი უკვე დაადეს. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაგრძელდება შეხვედრა. პირველი მატჩი "ვოდაფონ პარკზე" ფრედ 2:2 დასრულდა.

0.284122