ფეხბურთი

0:20 | 20.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩმა ვარჯიში განაახლა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ხელის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია გაიარა და ვარჯიში დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

რაკიტიჩმა ხელის დაზიანება "რომასთან" გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მიიღო. მიმდინარე სეზონში ივანმა 49 მატჩი ჩაატარა და თავი ოთხ-ოთხი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.121951