სხვა

21:50 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების მესამე გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მესამე ტურში ჰონგ კონგი 11:1 დაამარცხა. როლანდ სვანიძის გუნდიდან თავი გამოიჩინეს ალექსანდრ ჟუჟუნაშვილმა და ოლივერ ობოლგოგიანმა. საქართველომ მეტოქე აშკარად დაჯაბნა, რადგან მეტოქის კარის დალაშქვრა 61-ჯერ სცადა, ხოლო ჰონგ კონგმა - 13-ჯერ. საქართველო ჰონგ კონგს მეხუთედ შეხვდა და ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან 20 აპრილს გამართავს მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. მეტოქეს ორი მარცხი აქვს და დასარჩენად იბრძვის (ბოლოადგილოსანი მომავალ წელს ამავე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს). სვანიძის გუნდი კი პირველი ადგილის დასაკავებლად და მეორე დივიზიონის B ჯგუფში დასაწინაურებლად იბრძვის. საქართველომ წინა შეხვედრებში ბულგარეთი და თურქეთი დაამარცხა და ცხრა ქულით ლიდერია. გასულ წელს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი ლუქსემბურგი გახდა.

0.165931