ფეხბურთი

18:48 | 19.04.2018 | ნანახია 1465 - ჯერ

მუნდიალს შესაძლოა აგუერო დააკლდეს

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ სერხიო აგუეროს შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატი გაუცდეს. როგორც არგენტინის ეროვნული ნაკრების ექიმი ამბობს, ამის რისკი საკმაოდ დიდია, რადგან ადვილი არ იქნება მუნდიალის დაწყებამდე 2 თვით ადრე ჩატარებული ოპერაციის რეაბილიტაცია.

“როდესაც ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 60 დღით ადრე ოპერაციას იკეთებს, ეს შემაშფოთებელია. ვინაიდან, რეაბილიტაციას მინიმუმ 5 კვირა დასჭირდება. როდესაც საქმე ძველ ტრავმასთან გვაქვს, დრო კიდევ უფრო იზრდება”, - განაცხადა ჰომერო დ’აგოსტინომ Radio 10-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, აგუერომ 3 დღის წინ მარჯვენა ფეხის მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. სერხიომ ტრავმა ჯერ კიდევ 4 მარტს მიიღო, ხოლო მოედანს 7 აპრილს დაუბრუნდა, მაგრამ ტრავმა გაუმიზეზდა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:37 | 20.04.2018
KoRBeN DaLLaS (24846)

ჰოდა, იკარდის უნდა მიეცეს შანსი.
მესის ნუ შეეშინდება. ანტონელას ზედაც არ შეხედავს მაურო, დაჟე ნიძლავზეც...

21:53 | 19.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

აგუეროს ნაცვლად იკარდს თუ ჩასვავენ საინტერესოა

20:58 | 19.04.2018
gogssi (3755)

გმირი ჰიგუაინი ხო ადგილზეა დიმარიამაც მიიღოს რამვა და ეგაა დარჩება მართლა მესის ამარა არგენტინა.

20:15 | 19.04.2018
++Dinamo Tbilisi++ (418)

აბა აწი რა პრობლემაა...პიპიტო შეყრის გოლებს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131548
სარეკლამო ადგილი - 99
X x X