თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი გიორგი კუცია თამაშს 2 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 18 წლის ფეხბურთელმა დღეს მენისკის ოპერაცია გაიკეთა.
კუცია გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშის დაწყებას დაახლოებით 2 თვეში შეძლებს.
კუციამ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში 5 მატჩი ჩაატარა (1 გოლი), ტრავმა საჩხერის “ჩიხურასთან” მატჩში მიიღო.