ფეხბურთი

17:53 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილისთვის სეზონი დასრულდა

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი მერებაშვილი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. როგორც “ვისლას” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 31 წლის ქართველი ფეხბურთელი საოპერაციოა და მოედანზე გასვლას 2 თვე ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი მისთვის დასრულებულია.

გიორგიმ კუნთის ტრავმა კრაკოვის “ვისლასთან” (2:2) მატჩში მიიღო და მე-15 წუთზე შეცვალეს.

“მერებაშვილი ჯერ კიდევ კონსულტაციებს გადის. ვიცით, რომ მესამე ხარისხის დაზიანებაა კუნთის არეში და სარეაბილიტაციო პერიოდი დიდხანს გასტანს”, - ამბობს “ვისლას” ფიზიოტერაპევტი პაველ ნოვაცკი.

გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.128362