ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრიკ ვიეირამ შესაძლოა ზაფხულიდან ლონდონის “არსენალი” ჩაიბაროს. The Mirror-ის ცნობით, არსენ ვენგერის მთავარ მემკვიდრედ სწორედ ვიეირა განიხილება, რომელიც ამჟამად “ნიუ-იორკ სიტის” მთავარი მწვრთნელია.
პატრიკისთვის “არსენალი” ძალზე ნაცნობი ადგილია. ფრანგმა “მეთოფეთა” რიგებში 1996-2005 წლებში 400-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და ფანების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო.
41 წლის ვიეირა დიდი სამწვრთნელო გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის. “ნიუ-იორკს” 2016 წლიდან უდგას სათავეში, ხოლო იქამდე “მანჩესტერ სიტის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.