კალათბურთი

13:41 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფენომენალური ლებრონი!

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გრძელდება პლეი-ოფის სტადია. “კლივლენდ კავალიერსმა” “ინდიანა პეისერსთან” სერიაში ანგარიში გაათანაბრა და ეს დიდწილად ლებრონ ჯეიმსის ფენომენალური თამაშის წყალობით მოახერხა.

თავად განსაჯეთ, “მეფემ” 40 წუთში 46 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა გაახერხა. ეს იმის ფონზე, რომ “კავალიერსის” რიგებში რანგით მეორე მაჩვენებელი, რომელიც კევინ ლავს გააჩნდა, ასეთი იყო: 35 წუთი, 15 ქულა, 8 მოხსნა. “ინდიანას” რიგებში კი ვიქტორ ოლადიპო გამოირჩა 22 ქულით, 3 მოხსნითა და 6 პასით.

ამრიგად, “კლივლენდმა” შეხვედრა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, 100:97 მოიგო და სერიაში ყველაფერი თავიდან იწყება. ამ გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 21 აპრილს, ინდიანაში გაიმართება.

“ოკლაჰომამ” საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა, რადგან “იუტა ჯაზთან” სერიის მეორე მატჩი დათმო. “ჯაზმენებმა” 102:97 გაიმარჯვეს, ხოლო საუკეთესები დონოვან მიჩელი (28 ქულა, 6 მოხსნა), რიკი რუბიო (22 ქულა, 7 მოხსნა, 9 პასი) და დერიკ ფეივორსი იყვნენ (20 ქულა, 16 მოხსნა). სერიაში აქაც თანაბარია ანგარიში (1:1) და მომდევნო მატჩი 22 აპრილს, იუტაში შედგება.

“ჰიუსტონ როკეტსმა” კი პლეი-ოფის შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მას შემდეგ, რაც “მინესოტა” ისევ დაამარცხა. ამჯერად 20 ქულიანი სხვაობით 102:82. კრის პოლი გამოირჩა 27 ქულითა და 8 პასით, ხოლო ჯერალდ გრინის აქტივში 21 ქულა და 12 მოხსნა იყო. თავის მხრივ, “ტიმბერვულვზის” შემადგენლობაში ნენად ბიელიცა იყო საუკეთესო, რომლის 16 ქულამ და 8 მოხსნამ “მინესტოა” სერიაში 0:2 ჩამორჩენისგან ვერ იხსნა. მომდევნო მატჩი ამ გუნდებს შორის მინეაპოლისში 22 აპრილს გაიმართება.

თეგებიNBA
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.174194