ფეხბურთი

13:14 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას შესაძლოა "ლეგია" ჩააბარონ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია შესაძლოა პოლონეთის გამორჩეული გუნდის, “ლეგიას” სათავეში ვიხილოთ. Przegladportowy.pl-ის ინფორმაციით, ქეცბაია ვარშავული გუნდის მთავარი მწვრთნელობის პრინციპული კანდიდატია.

წყაროს ცნობით, “ლეგიას” პრეზიდენტი დარიუშ მიოდუსკი კლუბის ამჟამინდელი მწვრთნელის რომეო იოზაკის მუშაობით უმაყოფილოა და სეზონის დასრულებისთანავე, პოსტს დაატოვებინებს. მის ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად კი, ქეცბაიას განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ თემური ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში განიხილებოდა “ლეგიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ კლუბმა არჩევანი სწორედ ხორვატ იოზაკზე შეაჩერა. ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესი კი, გრძელდება. მიოდუსკი კონსულტაციებს კლუბის სხვა ხელმძღვანელებთან გაივლის და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაია ბოლოს რუსულ “ორენბურგში” მუშაობდა, იქამდე კი სახელი ფამაგუსტას “ანორთოსისში” გაითქვა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 50 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში ასევე იყო “ოლიმპიაკოსი” (2009 წელი), საქართველოს ნაკრები (2009-2014), “აპოელი” (2015-2016) და ათენის აეკ-ი (2016).

0.125502