ვიგოს “სელტას” ლიდერი იაგო ასპასი ტრავმირებულია. როგორც გალისიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ესპანელი ფორვარდი “ბარსელონასთან” (2:2) მატჩში დაშავდა და მოედანზე გასვლას 3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ასპასს, კუნთის დაზიანება აღენიშნება.
იაგო ასპასმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 35 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. “სელტამ” “ბარსელონასთან” ქულა სწორედ მისი გოლის წყალობით მოიპოვა.