ფეხბურთი

11:23 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუს მორიგი რეკორდი

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი, ამჯერად პირადი რეკორდი გაიმეორა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ზედიზედ 12 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა და ასეთი კარგი სერია კარიერაში ერთხელ ჰქონდა.

რონალდუმ მიჯრით 12 მატჩში გატანა 2014-2015 წლების სეზონშიც მოახერხა. ამჯერზე კი, კრიშტიანუმ თავისი კარიერის საუკეთესო შედეგს მეორედ უწია.

ეს, “ბილბაოსთან” შეხვედრაში მოხდა, როდესაც “რეალის” ლიდერმა 87-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა (1:1). აქვე გეტყვით, რომ რონალდუმ ხსენებულ12 მატჩში 22-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115425