ფეხბურთი

10:57 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ვამაყობ ამ შედეგით"

არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ "ალკმაართან" (3:4) მატჩი შეაფასა და გარდა ამისა, კომენტარი გააკეთა პირად რეკორდზეც. კაშია ერედივიზიონში "ვიტესის" რეკორდსმენი გახდა ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

“ნამდვილად ვამაყობ ამ ყველაფრით, რადგან განვლილ 8 წელიწადში თამაშების თითქმის 99% ჩავატარე. ვიმარჯვებდით თუ ვმარცხდებოდით, ყოველთვის აქ ვიყავი, მოტივირებული ვიყავი. ეს არ ყოფილა ადვილი, მაგრამ შევძელი. გავაგრძელებ თამაშს და ვეცდები მაქსიმუმალურად დავიხარჯო.

“ალკმაართან” კარგი თამაში გამოვიდა, მაგრამ არა პირადად ჩემთვის. ჩვენ მეტოქეს დიდ სივრცეებს ვაძლევდით და ამან ყველაფერი გაართულა. ეს არ იყო ჩემი საუკეთესო თამაში", - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, 30 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ ერედივიზიონში 243-ე მატჩი ჩაატარა და ამ შედეგით "ვიტესის" ისტორიაში საუკეთესო გახდა. მასზე მეტჯერ არნემელთა ღირსება ჰოლანდიის ჩემპიონატში არავის დაუცავს. გურამმა ტეო იანსენის რეკორდი დაამხო.

0.11665