კალათბურთი

10:30 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე სერბეთის ჩემპიონატში მოგებითა და MVP-ის ტიტულით ჩაება

გვარიანი შესვენების შემდეგ, გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსისთვის” თამაშები განახლდა. კლუბმა, რომელიც ადრიატიკის ლიგის პლეი ოფში ვერ გავიდა, ამ ტურნირის დასრულებას დაელოდა და დღეიდან სერბეთის ჩემპიონატში ჩაება. დებულების თანახმად, სერბეთის ჩემპიონატში პირველ ეტაპზე 6 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა, რომლებსაც ადრიატიკის ლიგელები – ცრვენა ზვეზდა, პარტიზანი ფმპ და მეგა ბიმაქსი დაემატნენ. 10 გუნდი 2 ჯგუფში განაწილდა და სერბეთის ჩემპიონის გამოსავლენი ბრძოლაც დაიწყო.

პირველ მატჩში ბითაძის გუნდი “ტამისს” შეხვდა და ქართველი ცენტრის დახმარებით 86:77 დაამარცხა. გოგა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25:18 წუთში 16 ქულა, 9 მოხსნა (6 შეტევაში), 4 პასი და 5 დაფარება მოაგროვა. გოგამ 14-დან 7 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ამ შედეგით ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. “მეგა ბემაქსი” მომდევნო შეხვედრას 21 აპრილს, ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტ – ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” გამართავს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112319