ფეხბურთი

1:12 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი ავსტრიის თასის ნახევარფინალში

ავსტრიის თასის ფინალს მიღმა დარჩა ვენის “რაპიდი”, რომელიც გრაცის “შტურმთან” დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა. გრაცელებმა ფინალის საგზური დამატებით დროში, 103-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვეს.

მანამდე კი, ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. 84-ე წუთზე, როდესაც “რაპიდი” 1:2 აგებდა, ანგარიში ჩვენებურმა გიორგი ქვილითაიამ გაათანაბრა VIDEO და სწორედ ამ გოლის წყალობით დაინიშნა დამატებითი დრო. გიორგი ძირითად შემადგენლობაში არ იმყოფებოდა და მოედანზე 53-ე წუთიდან გამოჩნდა. მისმა გოლმა კი, “რაპიდს” ზედიზედ მეორედ თასის ფინალში გასვლის უფლება მაინც ვერ მოუტანა.

ისიც საგულისხმოა, რომ "რაპიდმა" პირველი გოლი ქვილითაიას აქტიურობის შედეგად გაიტანა - ქართველმა ფორვარდმა დაარტყა ხელსაყრელი პოზიციიდან, მეკარემ აუღო, მაგრამ დამატებაზე ცარიელ კარში ლუის შაუბმა გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ავსტრიის თასის ფინალში “შტურმი” “ზალცბურგს” შეხვდება, რომელმაც “მატერსბურგი” პენალტების სერიაში დაამარცხა.

0.17302