საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ არნემის “ვიტესის” ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაწერა. საქმე ისაა, რომ კაშიას არნემელთა რიგებში ერედივიზიონში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული – 243 (20 გოლი).
აღნიშნულ შედეგს გურამმა დღეს, “აზ ალკმაართან” (3:4) წაგებულ შეხვედრაში უწია. ქართველმა ფეხბურთელმა ტეო იანსენის რეკორდი დაამხო, რომლის ანგარიშზე 242 თამაში გახლდათ.
ეს რაც შეეხება მხოლოდ ჰოლანდიის ჩემპიონატს – ყველა ტურნირის ჩათვლით კი, “ვიტესის” მაისურით 30 წლის კაშიას ანგარიშზე 287 შეხვედრა და 23 გოლია.