ფეხბურთი

22:55 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

კაკას საბედისწერო შეცდომა - მადრიდის "რეალი"

ახლო წარსულში ცნობილი ბრაზილიელი შემტევი რიკარდო კაკა, განვლილ პერიოდს იხსენებს. UOL Esporte-სთან საუბარში კაკამ აღნიშნა, რომ “რეალში” გადასვლა დიდი შეცდომა იყო და ამ გუნდმა გაანადგურა.

“რეალის” წინადადება მივიღე, მაგრამ ამ გუნდმა გამანადგურა, სრულიად დავიკარგე. როდესაც ესპანეთიდან იტალიაში ვრბუნდებოდი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი და ყველას ვუყვარდი, მაგრამ ესპანეთში დაბრუნებისთანავე, ყველას უნდოდა, რომ იქაურობა დამეტოვებინა.

მოურინიო – “ადვილი არ ყოფილა მასთან მუშაობა. ვვარჯიშობდი, ვიბრძოდი, ვლოცულობდი, თუმცა მოედანზე ბედნიერება არ მოდიოდა. როდესაც, “რეალიდან” წავედი, მოურინიომ მომწერა, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი, ვისთანაც ოდესმე უმუშავია.

სტამბულის ფინალი – “ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მარცხი. ამ თამაშმა უდიდესი საფეხბურთო გაკვეთილი მომცა, ვისწავლე, რომ გამარჯვების გაკონტროლება შეუძლებელია. თამაშის შემდეგ ბევრი ჭორი გავრცელდა – ითქვა, რომ პირველი ტაიმის მერე გასახდელში ვზეიმობდით, მაგრამ ეს ტყუილია. ასეთი რამ წარმოუდგენელია ისეთი გამოცდილი გუნდისთვის, როგორიც “მილანია”. ჩვენ გვყავდა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო დაცვის ხაზი. თუმცა, რამდენიმე წუთში 3 გოლი გავუშვით”.

მომავალი – “ამ მომენტში თავი არც მწვრთნელის და არც მიმომხილველის რანგში არ წარმომიდგენია. ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ რომელიმე გუნდი მენეჯმენტში ვიქნები, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებას დრო სჭირდება”.

შეგახსენებთ, რომ კაკა “მილანიდან” “რეალში” 2009 წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ის თამაში ვერ აჩვენა, რასაც იტალიაში აჩვენებდა. 2013 წელს ბრაზილიელი ისევ “სან სიროზე” დაბრუნდა. კარიერა კი, გასულ წელს “ორლანდო სიტიში” დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125669