ფეხბურთი

21:30 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "რეალის" დამარცხება მხოლოდ "ბაიერნს" შეუძლია"

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე მიიჩნევს, რომ მადრიდის “რეალის” დამარცხება ერთადერთ გუნდს შეუძლია და ეს “რეკორდმაისტერია”.

“თუ ვინმეს “რეალის” დამარცხება შეუძლია, ეს “ბაიერნია”. ესპანელთა წინააღმდეგ თანმიმდევრულად უნდა ვიმოქმედოთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გუნდმა გერმანიის თასზე “ლევერკუზენი” დაამარცხა და ყველა ფეხბურთელმა კარგი ხასიათი გამოავლინა”, - აღნიშნა რუმენიგემ AFP-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “ბაიერნის” პირველი შეხვედრა მადრიდში, 24 აპრილს მიუნხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.548018