სხვა

19:23 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისმა ნავსი გატეხა  

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ქუთაისის სახელბურთო კლუბმა 36-23 მოუგო ქვეყნის ჩემპიონს, თელავის იმედს და მეტოქეს დაეწია. ორივე გუნდს 31-31 ქულა აქვს, 33 ქულით კი ლიდერობს ბათუმის შავი ზღვის ბიჭები. რეგულარული ტურნირის დასრულებამდე 2 დღე დარჩა.

იმედს ქუთაისი წლეულს ორჯერ ჰყავდა დამარცხებული და ერთხელაც - შარშანდელი ჩემპიონატის ბოლო ტურში, დღეს კი ქუთაისმა ნავსი გატეხა. თელაველებს დასაწყისშივე დაუშავდათ ერთ-ერთი ლიდერი, გივი გიორგაძე, რომელმაც მხარი ამოიგდო და ჩემპიონატის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

მწვრთნელ ალექსანდრე ბოყოჩაძის გუნდი უფრო მრავალფეროვნად უტევდა და პირველივე ტაიმში შეიქმნა საგრძნობი უპირატესობა (16-9), თუმცა, იმედმა შესვენებამდე სხვაობა შეამცირა - 13-17. მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და უჩა გამზარდიამ რამდენჯერმე ინდივიდუალურად გაარღვია მეტოქის დაცვა, სხვაობამ ისევ ზრდა იწყო და როდესაც ათ ბურთს მიაღწია (30-20), იმედის მწვრთნელმა მერაბ მეტრეველმა მოედანზე მეორე შემადგენლობა გამოიყვანა. ქუთაისმა 36-23 მოიგო და თელავს დაეწია.

ბათუმმა 48-32 დაამარცხა სტუ-ქარიშხალა და ისევ ერთპიროვნულად დაწინაურდა. გორმა 42-38 მოუგო სამტრედიას, ხოლო პეგასმა 38-24 სძლია წყალტუბოს პრომეთეს და მეოთხე ადგილი და ნახევარფინალში თამაშის უფლება ოფიციალურად გაინაღდა.

ხუთშაბათს მომავალი ფინალური ოთხეულის მონაწილეთაგან ერთმანეთში თამაშობენ ქუთაისი და პეგასი, ხოლო სამწრიან ტურნირს პარასკევს დაასრულებს ბათუმ-თელავის მატჩი. 4 მაისს ნახევარფინალებია, 5 მაისს - ფინალი საქართველოს 2018 წლის ჩემპიონობისთვის.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

17-20 აპრილი. მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები, არენა 2

18 აპრილი. სტუ-ქარიშხალა - BSB ბათუმი 32-48

სტუ: ხიდეშელი - გურასპაული 7, ხანდოლიშვილი 6, თიგიშვილი 6, მამულაშვილი 5, ჩიკვილაძე 4, ბარკალაია 4

ბათ: ტორონჯაძე - თევზაძე 10, ხაჟომია 9, გოგოლაძე 8, სურმავა 7, აბრამიშვილი 6, მჟავანაძე 3, ტალახაძე 2, ბერძენიშვილი 2, წივწივაძე 1

მსაჯები: ნიკა კევლიშვილი - თამაზ კევლიშვილი

გორი - სამტრედია 42-38

გორ: თითირაშვილი, ვათიაშვილი - ანტონოვიჩი 11, დალაქიშვილი 11, გაგლოშვილი 8, ტიელიძე 5, ნიაზაშვილი 3, ზუბიაშვილი 2, ოსეფაშვილი 1, შემშენოვი 1, ზოზიაშვილი

სამ: შველიძე - ძნელაძე 16, ადამია 8, გაგუა 7, ხომერიკი 3, თევზაძე 2, ხელისუფალი 2, მანაგაძე, ქავზინაძე, ნადირაძე

მსაჯები: ანატოლი ნოვიკოვ - ვალერი როჟკოვ (უკრ)

ქუთაისი - იმედი თელავი 36-23

ქუთ: ანდრიაძე - გამზარდია 8, მერკვილაძე 5, კბილაშვილი 5, სიმონია 5, რუსტამოვი 4, ფერაძე 3, გრიშიკაშვილი 3, გოგალაძე 3, კობახიძე, ჭელიძე

თელ: ცინცაძე, ხარაიშვილი - ყორიაული 4, ბაინაზიშვილი 3, აბჟანდაძე 3, მიქავა 3, ცისკარიშვილი 2, იობაშვილი 2, გიორგაძე 1, ალანია 1, ერისთავი 1, დოლმაზაშვილი 1, გავაშელიშვილი 1, კორსანტია 1, ბერაძე, გულდედავა

მსაჯები: სიარჰეი კულიკ - ძმიტრი ნაბოკაუ (ბლრ)

წყალტუბო - პეგასი 24-38

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე - ჯიმშელეიშვილი 9, მ. გველესიანი 5, ხელაძე 4, გიორგაძე 3, გელა გველესიანი 2, შვანგირაძე 1, კახაია, ნიჟარაძე

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, ცირეკიძე - ლაპიაშვილი 9, ბაძაღუა 6, ზარნაძე 6, ქათამაძე 5, კუხალაშვილი 5, გვაზავა 3, დ. ჟვანია 2, ჭანტურია 1, კალანდაძე 1, კაკაბაძე, შუბითიძე

მსაჯები: ინა ჭკუასელი - თამაზ კევლიშვილი

-------------------------თ---მ---ფ---წ-------ბ--------ქ

BSB ბათუმი--------19--15—3—1--708-535--33

ქუთაისი------------19--15—1—3--702-546--31

იმედი თელავი----19--15—1—3--649-538--31

პეგასი---------------19--11—1—7--688-637--23

გორი----------------19—9—0—10--647-698--18

სტუ-ქარიშხალა---19—5—0--14--592-642—10

წყალტუბო---------19—2—0--17--546-720---4

სამტრედია---------19—1—0--18--509-725---2

19 აპრილი

12:00 BSB ბათუმი - გორი

14:00 იმედი თელავი - წყალტუბო

16:00 ქუთაისი - პეგასი

18:00 სტუ-ქარიშხალა - სამტრედია

20 აპრილი

12:00 ქუთაისი - სტუ-ქარიშხალა

14:00 სამტრედია - პეგასი

16:00 BSB ბათუმი - იმედი თელავი

18:00 გორი - წყალტუბო

ფინალური ოთხეული

4 მაისი: ნახევარფინალი, 5 მაისი: ფინალი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114205