კატალონიის “ბარსელონამ” და მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლა ლიგის რეკორდი დაამყარეს. საქმე ისაა, რომ “ბლაუგრანა” და გერმანელი ფეხბურთელი გახდნენ პირველები, რომლებმაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 33 წაუგებელ შეხვედრა ჩაატარეს.
ლა ლიგის ძველი რეკორდი “სოსიედადს” ეკუთვნოდა, რომელმაც ერთ სეზონში მიჯრით 32 მატჩი არ წააგო, მაგრამ “ბარსამ” მიმდინარე სეზონში ბასკთა მიღწევა გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, “ბარსელონას” მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში თამაში არ წაუგია. კატალონელებმა ბოლო ტურში ვიგოს “სელტასთან” (2:2) ფრე ითამაშეს.