ფეხბურთი

16:09 | 18.04.2018 | ნანახია 1097 - ჯერ

პრემიერლიგის 2017-2018 წლების სეზონის გუნდი

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) პრემიერლიგის 2017-2018 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი, 5 წარმომადგენელი “მანჩესტერ სიტის” ჰყავს, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ამ სეზონში ვადაზე ადრე მოიპოვა, 3 მოთამაშე “ტოტენჰემიდანაა”, თითო - “მანჩესტერ იუნაიტედიდან”, “ჩელსიდან” და “ლივერპულიდან”.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის რჩეულები არიან:

დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნატედი”), კაილ უოლკერი (“მანჩესტერ სიტი”), იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”), ნიკოლას ოტამენდი (“მანჩესტერ სიტი”), მარკოს ალონსო (“ჩელსი”), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”), კრისტიან ერიკსენი (“ტოტენჰემი”), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”), მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”).


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:20 | 18.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

აგუერო?ფირმინო ალბათ ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია.დააკვირდით მის თამაშს ბურთით და უბურთოთ.ბობის გარეშე ლივერპული სისრაფეს პრენისგს მთავარ იარაღს კარგავს.სალაჰის 30 გოლი უმთავრესად ფირმინოს დამსახურებაცაა და თვითონაც ბრაზილიელს ძალიან მაგარი სტატისტიკა აქ აგუეროს წელს არც შევადარებ იმდენად მაღალი დონის სეზონი დადო ბრაზილიელმა უდაოვ ეკუთვნის ამ სიმბოლურში მოხვედრა

00:51 | 19.04.2018
O. Mertskhali (8101)

კეინს ხომ არ ამოაგდებდნენ? - ფლანგზე კი, აგუეროს განხილვა უფრო მიზანშეწონილია, ალბათ

16:27 | 18.04.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ერთი საყრდენი ვფიქრობ დასჭირდებოდა ამ გუნდს.
მე აგუეროს ვაბშე ამოვაგდებდი, მის ადგილას ერიკსენს გავამწესებდი და ნახევარდაცვაში სილვა-დე ბრუინეს უკან დაცვითი ყაიდის საყრდენს ჩავსვამდი - თუნდაც მატიჩს.

19:00 | 18.04.2018
ani-barca (328)

რა მატიჩი როცა კანტეა

0.116144