ფეხბურთი

13:46 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

იკარდიმ რონალდოს და იბრაჰიმოვიჩის შედეგი გაიმეორა

სერია ა-ს 33-ე ტურის მატჩში “ინტერმა” შინ “კალიარი” 4:0 გაანადგურა. მაურო იკარდიმ “კალიარის” ერთი გოლი გაუტანა და მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობა 25-მდე გაზარდა, რითაც რონალდოს (1997/98) და ზლატან იბრაჰიმოვიჩის (2008/09) შედეგი გაიმეორა, რომელთაც “ინტერის” მაისურით ერთ სეზონში ამდენივე გოლი გაუტანიათ.

ერთ სეზონში სერია ა-ში 25 გოლი იკარდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

0.133784