კალათბურთი

11:51 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია: “ფენერბახჩე” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ მოსაგებად გავდივართ”

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” დღეს, ევროლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში, ტურნირის ფავორიტს “ფენერბახჩეს” სტუმრად დაუპირისპირდება.

მატჩამდე თორნიკემ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი პარკეტზე მოსაგებად გავა.

“ფენერბახჩე” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ჩვენ მოსაგებად გავდივართ. მათ ძალიან კარგი მაღლები ჰყავთ, ასევე კარგი სამიანის მსროლელები, ამიტომ ჩვენ მასიმუმი უნდა გავაკეთოთ”- განაცხადა შენგელიამ.

“ფენერბახჩე” - “ბასკონიას” შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.

0.101605