კალათბურთი

11:07 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ტორონტომ”, “ბოსტონმა” და “ნიუ ორლეანმა” ისევ მოიგეს (+VIDEO)

გამთენიისას, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის სამი შეხვედრა გაიმართა.

“ტორონტომ” შინ “ვაშინგტონი” 130:119 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. მატჩში გადამწყვეტი პირველივე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც კანადელებმა 44:27 მოიგეს. დედაქალაქელებმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს. მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა “ტორონტოს” ლიდერმა დემარ დეროზანმა ჩააგდო. “ვაშინგტონში” 29 ქულით ჯონ უოლი გამოირჩა. მომდევნო შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართება, თამაში 21 აპრილს, თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.

“ბოსტონმა” საკუთარ დარბაზში “მილოუკს” 120:106 აჯობა და სერიას 2:0-ს იგებს. “კელტები” მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ზრდიდნენ. “მილოუკში” ადეტოკუმპო 30 ქულით, 9 მოხსნით და 8 პასით გამოირჩა. “ბოსტონში” 30 ქულით საუკეთესო ბრაუნი გახლდათ.

“პორტლენდი” შინ “ნიუ ორლეანთან” 102:111 დამარცხდა. სერიას ნიუ ორლეანელები 2:0-ს იგებენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო წუთებში “ნიუ ორლეანის” კალათბურთელები კალათს უფრო ზუსტად უტევდნენ. ჰოლიდეიმ 33 ქულა ჩააგდო. ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულა და 13 მოხსნა. “პორტლენში” 22 ქულით მაკალუმი გამოირჩა.

“ტორონტო” – “ვაშინგტონი” 130:119 (44:27, 32:31, 24:32, 30:29) VIDEO

“ბოსტონი” – “მილოუკი” 120:106 (33:22, 27:29, 30:24, 30:31) VIDEO

“პორტლენდი” – “ნიუ ორლეანი” 102:111 (23:25, 36:29, 19:33, 24:24) VIDEO

თეგებიNBA
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132481