ფეხბურთი

12:09 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში - მეორე სემინარი

17 აპრილს, სასტუმრო მოხალისეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და GIPA-ს ერთობლივი პროექტის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმეტში“ მეორე სემინარი დაიწყო. სასწავლო პროცესის ეს ეტაპი ოთხი დღის განმავლობაში ჩატარდება და მსმენელები ოპერაციული მართვისა და მარკეტინგის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. სწავლების პროცესში ლექტორები დამსწრე საზოგადოებას საფეხბურთო სამყაროში არსებულ ტენდენციებს გააცნობენ და სწორედ შესაბამისი მაგალითებით მიაწვდიან მათთვის საჭირო ინფორმაციას.

სემინარი თეორიულ სწავლებასთან ერთად ჯგუფურ სამუშაოებს მოიცავს. პროგრამის მსმენელებმა ჯგუფებთან ერთად კონკრეტულ საკითხებზე პრეზენტაციები მოამზადეს.

სასწავლო პროექტის მომდევნო სემინარი მაისში გაიმართება. მსმენელები მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, აგრეთვე სტადიონებისა და ღონისძიებების მართვაზე იმსჯელებენ.

ივლისში ფინალური გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კურსის მონაწილეები შესაბამის სერთიფიკატს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ უეფას პროგრამის ანალოგი პროექტი „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ ქართულ ენაზე მეორედ იმართება და მასში მონაწილეობას საფეხბურთო სფეროს 35 წარმომადგენელი იღებს. 2018 წლიდან პროექტის მხარდამჭერი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი გახდა.

gff.ge

0.104185