თამაშგარე

13:23 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

აქსელ დესპიეგულერი - ჭეშმარიტი ქომაგი!

ბელგიელი მოდელი, აქსელ დესპიეგულერი, ფეხბურთის ჭეშმარიტი ქომაგი გახლავთ და თუკი ვინმეს შეუძლია თქვას, საკუთარი ქვეყნის ნაკრებს მხოლოდ სამი “ჩ“ ჩანაფიქრებისა და პიარ-გათვლების გამო კი არა - ჭეშმარიტად გულრწფელად და ჯიგრით ვქომაგობო - ეს სწორედ აქსელი გახლავთ.

აქსელ დესპიეგულერი ბელგიის საფეხბურთო ნაკრებს გასვლით მატჩებზეც მუდმივად დაჰყვება და პირადად გუნდის ყველა ფეხბურთელს იცნობს. საყვარელი გუნდის ხმის ჩახლეჩვამდე ქომაგობას აქსელი რუსეთში, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზეც აპირებს და ცხადია ბელგიელთა წარმატებების დიდი იმედიც აქვს.

აქვე აუცილებლად ისიც უნდა ვთქვათ, რომ დესპიეგულერის ქალის ფეხბურთის სიყვარული და ტრფიალება მხოლოდ ბელგიის ნაკრებით არ შემოიფარგლება. იგი ასევე საფეხბურთო კლუბ “ბრიუგეს“ თავგადაკლული ქომაგიცაა და ბრიუგელებსაც ნაკრებისამებრ ერთგულებს. ასეთ ნაღდ ქომაგზე მართლაც ბევრმა ქვეყანამ უნდა იოცნებოს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147219