სხვა

20:34 | 17.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერმა ქულა დაკარგა

საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში 31-31 ქულით ლიდერობენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და თელავის იმედი. ბათუმმა დღეს ფრედ, 29-29 ითამაშა პეგასთან, ხოლო იმედმა 40-28 დაამარცხა სამტრედია და კონკურენტს დაეწია. ამ ორ გუნდს 2 ქულით ჩამორჩება ქუთაისი, რომელიც ხვალ იმედს ეთამაშება.

პეგასს აკლდა ტრავმირებული გოგავა, ხოლო ბათუმმა დაიმატა აკაკი ტალახაძე, რომელიც წინა სეზონში ირანის ჩემპიონატში გამოდიოდა. შავი ზღვის ბიჭებმა მეტოქეს დამაჯერებლად, 18-12 აჯობეს პირველ ტაიმში, მაგრამ მეორე ნახევრის პირველი 20 წუთი პეგასმა 14-5 მოიგო და 26-23 დაწინაურდა. ბათუმმა გაათანაბრა და ერთი ბურთით წინაც გავიდა, მაგრამ ბოლო წუთზე, რიცხვობრივი ნაკლებობისას ზარნაძემ წონასწორობა აღდგინა - 29-29. დარჩენილ 30 წამში ბათუმი 6 მოთამაშით უტევდა 4 თბილისელს, მაგრამ ბურთი დაკარგა და თამაში ასეც მორჩა. პეგასს მეოთხე ადგილი და პლეიოფში გასვლა თითქმის განაღდებული აქვს.

თელავის გუნდმა პირველი ნახევარი 17-15 მოუგო სამტრედიას, მაგრემ მეორეში სხვაობა გაზარდა - 40-28, სტუ-ქარიშხალამ კი პირიქით, შესვენემამდე 21-13 აჯობა წყალტუბოს, თუმცა, მეორეში ეს სხვაობა შესანარჩუნებელი გაუხდა, 38-35.

ქუთაისმა 43-35 დაამარცხა გორი და ხვალ, ტურის ცენტრალურ მატჩში თელავს ეთამაშება. შეხვედრა 16 საათზე დაიწყება სპორტკომპლექს არენის მეორე დარბაზში.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

17-20 აპრილი. მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები, არენა 2

17 აპრილი. პეგასი - BSB ბათუმი 29-29

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი - ზარნაძე 9, კალანდაძე 9, ლაპიაშვილი 6, ბაძაღუა 2, ქათამაძე 2, გვაზავა 1, კუხალაშვილი

ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე - აბრამიშვილი 7, გოგოლაძე 7, ტალახაძე 5, ქარდავა 4, ბულბულაშვილი 3, ხაჟომია 2, სტურუა 1, თევზაძე, წივწივაძე, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი

მსაჯები: სიარჰეი კულიკ - ძმიტრი ნაბოკაუ (ბლრ)

სამტრედია - იმედი თელავი 28-40

სამ: შველიძე - გაგუა 10, ხომერიკი 6, თევზაძე 5, ძნელაძე 3, ადამია 2, ხელისუფალი 1, მანაგაძე 1, ქავზინაძე, ნადირაძე

თელ: ცინცაძე, ხარაიშვილი - ყორიაული 9, ცისკარიშვილი 5, იობაშვილი 5, გიორგაძე 5, ალანია 4, ერისთავი 4, დოლმაზაშვილი 2, გულდედავა 2, აბჟანდაძე 2, მიქავა 1 გავაშელიშვილი 1, ბაინაზიშვილი, ბერაძე, კორსანტია

მსაჯები: ნიკა კევლიშვილი - თამაზ კევლიშვილი

წყალტუბო - სტუ ქარიშხალა 35-38

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე - ხელაძე 12, მ. გველესიანი 6, გელა გველესიანი 5, შვანგირაძე 5, გიორგაძე 4, ჯიმშელეიშვილი 3, კახაია, ნიჟარაძე

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი - ჩიკვილაძე 12, მამულაშვილი 11, თიგიშვილი 6, ოსიყმაშვილი 5, გურასპაული 2, ასაბაშვილი 2, ბარკალაია

მსაჯები: ნიკა კევლიშვილი - თამაზ კევლიშვილი

გორი - ქუთაისი 35-43

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი - ზუბიაშვილი 11, ანტონოვიჩი 8 , დალაქიშვილი 8, ოსეფაშვილი 4, ნიაზაშვილი 3, ზოზიაშვილი 1

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე, გულეიშვილი - სიმონია 8, გრიშიკაშვილი 8, მერკვილაძე 7, კბილაშვილი 7, რუსტამოვი 4, გოგალაძე 2, ლომიძე 2, გამზარდია 2, მათნაძე 1, ფერაძე 1, ჭელიძე 1, კობახიძე

მსაჯები: ანატოლი ნოვიკოვ - ვალერი როჟკოვ (უკრ)

-------------------------თ---მ---ფ---წ-------ბ--------ქ

BSB ბათუმი--------18--14—3—1--660-503--31

იმედი თელავი----18--15—1—2--626-502--31

ქუთაისი------------18--14—1—3--666-523--29

პეგასი---------------18--10—1—7--650-613--21

გორი----------------18—8—0--10--605-660--16

სტუ-ქარიშხალა---18—5—0--13--560-594—10

წყალტუბო---------18—2—0--16--522-682---4

სამტრედია---------18—1—0--17--471-683---2

18 აპრილი

12:00 სტუ-ქარიშხალა - BSB ბათუმი

14:00 გორი - სამტრედია

16:00 ქუთაისი - იმედი თელავი

18:00 წყალტუბო - პეგასი

19 აპრილი

12:00 BSB ბათუმი - გორი

14:00 იმედი თელავი - წყალტუბო

16:00 ქუთაისი - პეგასი

18:00 სტუ-ქარიშხალა - სამტრედია

20 აპრილი

12:00 ქუთაისი - სტუ-ქარიშხალა

14:00 სამტრედია - პეგასი

16:00 BSB ბათუმი - იმედი თელავი

18:00 გორი - წყალტუბო

ფინალური ოთხეული 5 მაისი: ნახევარფინალი, 6 მაისი: ფინალი

0.113552