ფეხბურთი

18:51 | 17.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ინიესტას შემცვლელად ძველ ნაცნობს განიხილავს

“ბარსელონა” რომის “ლაციოს” ესპანელი ნახევარმცველით ლუის ალბერტოთი ინტერესდება.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელები 25 წლის ფეხბურთელს ანდრეს ინიესტას შემცვლელად განიხილავენ, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის გაგრძელებას ჩინეთში აპირებს.

ლუის ალბერტო “ბარსელონას” 2012-2013 წლების სეზონში “სევილიასგან” ჰყავდა იჯარით აყვანილი, თუმცა საბოლოოდ მისი ტრანსფერის გამოსყიდვა არ ისურვა. ფეხბურთელმა აღნიშნულ სეზონში “ბარსელონა B”-ს რიგებში 38 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, პირველ გუნდში თამაშის საშუალება კი არ მისცემია. ის “ლაციოს” ღირსებას 2016 წლიდან იცავს.

0.111404