ფეხბურთი

14:55 | 17.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ში მბაპე გამოარჩიეს

“პარი სენ ჟერმენის” ფორვარდი კილიან მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

საფრანგეთის ფეხბურთელთა პროფესიული კავშირის პრესსამსახურის ცნობით, 19 წლის ფრანგმა გამოკითხვაში ხმათა 59 პროცენტი დააგროვა. ხმათა 25 პროცენტით მეორე ადგილი დაიკავა “ნიცას” შემტევმა ალასან პლეამ, მესამე ადგილზე კი “მონაკოს” ნახევარმცველი რონი ლოპეში (16 პროცენტი) გავიდა.

გასულ თვეში მბაპემ ლიგა 1-ის 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

0.120029