სხვა

14:19 | 17.04.2018 | ნანახია NaN - ჯერ

ნიკა შენგელიას ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრების წევრის ნიკა შენგელიასთვის.

ხმლით მოასპარეზე ვაჟთა შორის, შენგელიამ მერვედფინალში დაძაბულ ბრძოლაში 15-14 მოუგო რუს ვასილ შირშოვს, მეოთხედფინალში ასეთივე ანგარიშით აჯობა ისრაელის წარმომადგენელს კონსტანტინ ვორონოვს, ნახევარფინალურ შეხვედრაში კი ფრანგი ბაპტისტ დიუბარი 15-12 დაამარცხა და ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

გადამწყვეტი ორთაბრძოლა ნიკამ იტალიელი დარიო კავალიერესთან დათმო და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა.

geonoc.org.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:28 | 16.10.2018
temo11 (1791)

მძგნერიჭამიამ რაუნდა მოგაგებინოს, ჩაისვარა უკვე

0.064305