ფეხბურთი

12:57 | 17.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის მატჩში პენალტი შესვენებაზე დაინიშნა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში “მაინცისა” და “ფრაიბურგის” მატჩში თერთმეტმეტრიანი ვიდეოგამეორების შედეგად, შესვენებაზე დაინიშნა.

მსაჯმა გვიდო ვინკმანმა პირველი ტაიმი დაასრულა და ორივე გუნდი უკვე გასახდელში იყო გასული, როდესაც VAR-ის სისტემის გამოყენებით სადავო ეპიზოდი გადაამოწმა და “ფრაიბურგის” კარში პენალტი დანიშნა.

ვინკმანმა ფეხბურთელები მოედანზე დააბრუნა და “მაინცის” თავდამსხმელმა პაბლო დე ბლასისმა ანგარიში გახსნა.

შეხვედრა კი, საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

0.123982